მოლარე-კონსულტანტი გეგუთი
04-09-2026 - 04-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამჟამად შპს „დეილი ჯგუფის“ ჰოლდინგის წევრია. კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს საქართველოს მასშტაბით 400-მდე სუპერმარკეტსა და 4500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. მაგნიტის სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და კარიერული დაწინაურების თანაბარ შესაძლებლობას თითოეული თანამშრომლისთვის.

 

“მაგნიტი” აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე გეგუთში.

 

რას გთავაზობთ:

  • დასაქმების შესაძლებლობას სამუშაო გამოცდილების გარეშე ( ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სრულფასოვან სწავლებასა და ონბორდინგს);
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ყოველთვიურ ბონუსს;
  • სრულად ანაზღაურებად სტაჟირების პერიოდს;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული და პროფესიული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

 

ძირითადი ამოცანები, რისი შესრულებაც ყოველდღიურად მოგიწევს:

  • სალარო ოპერაციების ზუსტი, სწრაფი და ეფექტიანი წარმოება კომპანიაში დადგენილი წესების შესაბამისად;
  • სავაჭრო დარბაზში თაროების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესების შესაბამისად განლაგება და საჭიროების მიხედვით შევსება;
  • ფასმაჩვენებლების დროულად განთავსება და პერიოდულად გადამოწმება;
  • დარბაზში განთავსებული პროდუქციის რეალიზაციის ვადების შესაბამისად გადარჩევა;;
  • მომხმარებლებისთვის თავაზიანი მომსახურების გაწევა და მხარდაჭერა;
  • ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა;
  • უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვა.

 

რას მოველით შენგან:

  • მონდომებას და საქმის მიმართ ინტერესს;
  • ცვლილებებთან სწრაფად ადაპტაციას და თვითგანვითარების მოტივაციას;
  • მომხმარებლისადმი თავაზიან დამოკიდებულებას;
  • გუნდურობას და მხარდაჭერის მზაობას;
  • ლოიალობას და კომპანიის შიდა წესების პატივისცემას;

 

*ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დეილი ჯგუფის მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.*

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
დასაქმების წყარო