მაღაზიის მენეჯერი - მცხეთა, სოფ.გოროვანი
14-08-2026 - 14-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი", რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად შპს "დეილი ჯგუფი"-ს ჰოლდინგის წევრია. "მაგნიტი" ბაზარზე წარმოდგენილია მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებით, ხოლო დიდი ფორმატები — "მაგნიტი მაქსის" სახელით ფუნქციონირებს.

კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 4 500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს ქვეყნის მასშტაბით.

“მაგნიტი” აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის  პოზიციაზე, მცხეთა, სოფ.გოროვანი.

 

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • ყოველთვიური და ლოიალობის ბონუსები;
  • სრულად ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდი;
  • Fitpass-ის ლოიალობის პროგრამაში ჩართვა;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა;
  • კარიერული და პროფესიული დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

 

ძირითადი ამოცანები, რისი შესრულებაც ყოველდღიურად მოგიწევს:

  • გუნდის ეფექტიანი მართვა, მუდმივი მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
  • სასაქონლე მარაგების მართვა;
  • პროდუქციის მიღებისა და მომწოდებლებთან დაბრუნების პროცედურების დაცვის მონიტორინგი;
  • ინვენტარიზაციის პროცესის მართვა და კონტროლი;
  • სალარო ოპერაციების მონიტორინგი;
  • სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სწორი განლაგების, ფასმაჩვენებლების შესაბამისობისა და რეალიზაციის ვადების კონტროლი;
  • უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვა.

რას მოველით შენგან:

  • სავაჭრო ქსელში მაღაზიის მენეჯერის ან ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
  • ცვლილებებთან სწრაფ ადაპტაციას და თვითგანვითარების მაღალი მოტივაციას;
  • გუნდის ეფექტიანად მართვას, მოტივირებას და განვითარებაზე ზრუნვას;
  • საოპერაციო სტანდარტების დაცვას და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებას.

*ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დეილი ჯგუფის მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.*

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!