სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამჟამად შპს „დეილი ჯგუფის“ ჰოლდინგის წევრია. კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს საქართველოს მასშტაბით 400-მდე სუპერმარკეტსა და 4500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. მაგნიტის სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და კარიერული დაწინაურების თანაბარ შესაძლებლობას თითოეული თანამშრომლისთვის.
“მაგნიტი” აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ.თბილისში.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ყოველთვიური ბონუსი;
- სრულად ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდი;
- Fitpass-ის ლოიალობის პროგრამაში ჩართვა;
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
- კარიერული და პროფესიული დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
ძირითადი ამოცანები, რისი შესრულებაც ყოველდღიურად მოგიწევს:
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სწორი განლაგების და ფასმაჩვენებლების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის რეალიზაციის ვადების მუდმივი მონიტორინგი;
- პროდუქციის მიღებისა და მომწოდებლებთან დაბრუნების ოპერაციების წარმოება;
- ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობა;
- სალარო ოპერაციების მართვა და კონტროლი;
- უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი რეგულაციების დაცვა.
რას მოველით შენგან:
- საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია და თვითგანვითარების მაღალი მოტივაცია;
- გუნდის ეფექტიანი მართვა, მოტივირება და განვითარება;
- საოპერაციო სტანდარტების დაცვა და შედეგებზე მაღალი პასუხისმგებლობა.
ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დეილი ჯგუფის მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.